Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო მისრათის მოსახლეობას დაცვას ჰპირდება


ნატომ დღეს პირობა დადო, რომ გააკეთებს ყველაფერს ალყაში მყოფი ლიბიელი მეამობოხეთა ერთ-ერთი გამაგრებული პუნქტის მისრათის მოსახლეობის დასაცავად. მანამდე ლიბიის ოპოზიციური ძალების სარდლობამ ნატო იმის გამო დაადანაშაულა, რომ ვერ უზრუნველჰყოფს სამოქალაქო პირების დაცვას. აბდელ ფატა იუნისმა, მემაბოხეთა ძალების უმაღლესმა სარდალმა, განაცხადა, რომ კოალიციის საავიაციო ძალებმა არფერი იღონეს მაშინ, როდესაც მუამარ კადაფის მომხრე სამხედრო ქვედანაყოფები 40 დღის განმავლობაში შორსმსროლელი არტილერიიდან ბომბავენ ქალაქ მისრათას, რომელიც ტრიპოლიდან 200 კილომეტრითაა დაშორებული. ნატომ მიმდინარე კვირაში ოფიციალურად ჩაიბარა კონტროლი გაეროს მანდატით მიმდინარე ოპერაციაზე, რომელსაც მანამდე დასავლეთის სახმედრო კოალიცია ახორციელებდა შეერთებული შტატების, საფრანგეთის და ბრიტანეთის მონაწილეობით. ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ კარმენ რომერომ განაცხადა, რომ მისრათა ნატოს „უმთავრეს პრიორიტეტს“ წარმოადგენს. თუმცა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ განაცხადა, რომ აპირებს ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან განიხილოს მისრათაში შექმნილი მყიფე ვითარება.
XS
SM
MD
LG