Accessibility links

logo-print

“მომავლის საქართველომ” ბრიტანეთის სტუდენტობა დაალელოვა


“მომავლის საქართველომ” ბრიტანული სტუდენტობა დაალელოვეს

“მომავლის საქართველომ” ბრიტანული სტუდენტობა დაალელოვეს

ფაქტობრივად ქვეყნის მე-3 ნაკრების რანგში წასულმა “საქართველო XV”-მა ოქსფორდში გამართული შეხვედრა 38:13 მოიგო. “მომავლის საქართველო” სანაკრებო რეზერვების ახლადშექმნილი სასელექციო გუნდია, რომელსაც ინგლისური ტურნესთვის Emerging Lelos უწოდეს. მათი გასვლითი შეკრება ქალაქ ჩელტენჯემთან მდებარე ჰართპულის კოლეჯის ბაზაზე 19 მარტს დაიწყო და 31 მარტამდე გასტანს. ჩვენი მორაგბეები 30 მარტს, გამთენიისას დაბრუნდებიან საქართველოში. ინგლისურ ტურნეს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი აკვირდებოდა.
XS
SM
MD
LG