Accessibility links

logo-print

ბერლუსკონის სასამართლო პროცესი 31 მაისამდე გადაიდო


მცირეწლოვანი მეძავთან ურთიერთობაში ბრალდებული იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის სასამართლო პროცესი 31 მაისისათვის გადაიდო. მილანის სასამართლოს დარბაზში დაწყებული პროცესი სულ რამდენიმე წუთი გაგრძელდა, თავად ბერლუსკონი პროცესზე არ გამოცხადებულა. იტალიის 74 წლის პრემიერ-მინისტრს ბრალი ედება 17 წლის მაროკოელ ელ მახროგთან სექსუალურ კავშირში. იუწყებიან, რომ რუბის მეტსახელით ცნობილი არასრულწლოვანი მეძავი ბერლუსკონისაგან ფულსა და სამკაულებს ღებულობდა. ბერლოსკონის ბრალი ედება იმაშიც, რომ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით დაეხმარა რუბის, რათა ამ უკანასკნელს თავიდან აეცილებინა სასჯელი ქურდობის გამო. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ბერლუსკონის 15 წლით პატიმრობის აღკვეთა ემუქრება. თუმცა, თავად იტალიის პრემიერ-მინისტრი თავს დამნაშავედ არ ცნობს და საკუთარ თავს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიერ აგორებული კაპმანიის მხვერპლად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG