Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი თალიბებთან სასტიკ შეტევებს ვარაუდობს


თეთრი სახლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პაკისტანმა ბოლო წლების განმავლობაში მცირე წარმატებას მიაღწია მემაბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლაში. რაც ავტორებს შესაძლებლობას აძლევს ივარაუდონ, რომ „პაკისტანს არ აქვს მკაფიო გეგმა ქვეყანაში არსებული მეამბოხეების დასამარცხებლად.“ კონგრესისათვის განკუთვნილი ანგარიშში, რომელიც 5 აპრილს გამოქვეყნდა, ხაზგასმულია ვითარების გაუარესება ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე. პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა ვერ შეძლეს აღეკვეთათ გათავისუფლებულ რაიონებში ექსტრემისტების უკან დაბრუნება. ანგარიშში ნახსენებია შემთხვევა, როდესაც, ერთსა და იმავე რაიონში, პაკისტანის არმია იძულებული გახდა ორი წლის განმავლობაში სამჯერ ეწარმეობინა ოპერაცია. მიუხედავად ამისა, სამხედრო თანამშრომლობა გაგრძელდება პაკისტანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ანგარიში ვარაუდობს, რომ თალიბების წინააღმდეგ სერიოზული შეტაკებები გაზაფხულზე კვლავ განახლდება.
XS
SM
MD
LG