Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელმა სამხედროებმა სამი ავღანელი იმსხვერპლეს


ავღანეთის პოლიციის ინფორმაციით, ბრიტანელი სამხედროების მიზეზით მომხდარი საგზაო შემთხვევის შედეგად ქაბულში ორი ავღანელი ქალი დაიღუპა. ქაბულის პოლიციის უფროსმა ჰაშმეთ სტანეკზაიმ ტრაგიკული შემთხვევა „უსაფრთხოების ძალებს შორის ცუდი კომუნიკაციით“ ახსნა, თუმცა სხვა დეტალები არ დაუზუსტებია. დასავლური საინფორმაციო საშულებების თანახმად, ბრიტანელი ჯარისკაცების სამხედრო მანქანა დაეჯახა ავტომობილს, რომელშიც დაღუპულები ისხდნენ. შემთხვევის ადგილზე შეგროვილმა ადამიანებმა კი სამხედროებს ქვების სროლა დაუწყეს, რასაც ჯარისკაცებმა სროლით უპასუხეს. სროლის დროს დაიღუპა ერთი ავღანელი მამაკაცი. სამოქალაქო მოსახლეობის დაღუპვის შემთხვევები ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს ავღანეთში, სადაც ბოლო დღეებში ასევე გრძელდება საპროტესტო აქციები ფლორიდელი სასულიერო პირის მიერ ყურანის ასლის დაწვის გამო.
XS
SM
MD
LG