Accessibility links

logo-print

ბელორუსია საზღვარგარეთს გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს


ბელორუსიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ 2010 წლის დეკემბრის მასობრივი დემონსტრაცია დაგეგმილი იყო, „უცხოეთის სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების“ მიერ, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ლუკაშენკოს ჩამოშორებას გადატრიალების გზით. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გამოძიებას აქვს „უტყუარი მტკიცებულებები“ უცხოეთში არსებული საიდუმლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ რეჟიმის შეცვლა ბელორუსიაში. თუმცა, სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი, სავარაუდო შეთქმულებაში მონაწილე უცხოელების შესახებ. 19 დეკემბერს, ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მინსკში გამართული საპროტესტო ოპერაცია ბელორუსიის პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, ხოლო მასობრივი არეულობის ბრალდების დააპატიმრა ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატები და მათი ასობით მონაწილე.
XS
SM
MD
LG