Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ გეიტსი საუდის არაბეთში ჩავიდა


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა საუდის არაბეთში, სადაც მეფე აბდულასთან ერთად აპირებს არაბულ ქვეყნებში შექმნილი დაძაბული ვითარების განხილვას. საუდის არაბეთს, რომელიც შეერთებული შტატების ერთ-ერთი მჭიდრო პარტნიორი და ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია, არ ემუქრება ისეთივე სახალხო პროტესტი, რამაც ტუნისსა და ეგვიპტეში ხელისუფლების ცვლილება გამოიწვია. საუდის არაბეთში ძალიან შეზღუდულ სამშვიდობო გამოსვლებს ჰქონდათ ადგილი ისიც მეტწილად შიიტებით დასახლებულ ქვეყნის აღმოსავლეთში. საუდის არაბეთი რეგიონის რიგით მესამე ქვეყანაა, რომელსაც ამერიკის შეეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ბოლო კვირეების განამვლობაში სტუმრობს.
XS
SM
MD
LG