Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოტ დ’ივუარში გბაგბოს ცოცხლად აყვანა სურთ


კოტ დ’ივუარის არჩეული პრეზიდენტის ალასსან უატარას ერთგული ძალები ბოლო საათების განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტის ლორან გბაგბოს რეზიდენციის შტურმს ახორციელებენ. არჩეული პრეზიდენტის მომხრე ძალებს ნაბრძანები აქვთ, რათა ცოცხლად შეიპყრონ გბაგბო. პარიზში სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალენ ჟუპემ განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან მოლაპარაკებების ერთადერთი საგანი შეიძლება იყოს მის მიერ ქვეყნის დატოვება. თუმცა, კოტ დ’ივუარის ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ლორან გბაგბომ სასამართლოს წინაშე უნდა აგოს პასუხი.
XS
SM
MD
LG