Accessibility links

logo-print

დღეს სოხუმში, საგანგებო თათბირზე განიხილებოდა გალში შექმნილი ვითარება


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი გალის რაიონში სამართალდამცავი სტრუქტურების უფრო ეფექტურად მუშაობას მოითხოვს. სააგენტო ”აფსნიპრესის” ცნობით, რაიონში შექმნილი ვითარება დღეს განიხილებოდა სოხუმში გამართულ საგანგებო თათბირზე, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების და რუსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სააგენტოს მოჰყავს სერგეი ბაგაფშის განცხადება იმის შესახებ, რომ ” საქართველოდან გაგზავნილი კრიმინალური დაჯგუფებების გააქტიურების შედეგად, გალის რაიონში ვითარება გაუარესდა.” აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამართალდამცავებს დაავალა საქართველოდან კონტრაბანდული ტვირთის ტრანსპორტირების აღკვეთა და მდინარე ენგურთან საზღვრის დაცვის გაძლიერება. ”აფსნიპრესის” ცნობით, ბაგაფში აუცილებლად მიიჩნევს ყურადღების გამახვილებას ისეთ ფაქტებზეც, როდესაც აფხაზეთის მცხოვრებნი სამკურნალოდ საქართველოში მიემგზავრებიან, რადგან მისივე შეფასებით, მსგავს ფაქტებს თბილისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს.
XS
SM
MD
LG