Accessibility links

ავიაკატასტროფაში დაღუპულებს საქართველოში, სავარაუდოდ, ორ დღეში გადაასვენებენ


კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში სავარაუდოდ, ორ დღეში გადაასვენებენ - ამის შესახებ იუწყება ავიაკომპანია ”აირზენას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. მისივე ცნობით, ადგილზე უკვე იმყოფებიან კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ტექნიკურ საკითხებს აგვარებენ. ”აირზენას” კუთვნილმა თვითმფინავმა, რომელიც გაეროს მისიას ემსახურებოდა, კატასტროფა 4 აპრილს განიცადა კინშასის აეროპორტში დაშვებისას. დაიღუპა 32 ადამიანი, მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებიც ეკიპაჟის წევრები იყვნენ.
XS
SM
MD
LG