Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიკილიკსის დამაარსებლის ექსტრადიციის გასაჩივრებას ივლისში განიხილავენ


ბრიტანეთის სასამართლომ ივლისში დანიშნა ვიკილიკსის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის მხრიდან მისი შვედეთში ექსტრადიციის გადაწყვეტილების გასაჩივრების განხილვა. შვედეთში ის სექსუალური ხასიათის დანაშაულების ბრალდებით უნდა გაასამართლონ. ბრიტანეთის სასამართლომ დღეს გამოაცხადა, რომ განხილვა 12 ივლისს დაიწყება და ორ დღეს გასტანს. თებერვალში ერთ-ერთმა მოსამართლემ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ასანჟის ექსტრადიცია უნდა შედგეს. მან უარყო ასანჟის ადვოკატების არგუმენტაცია - რომ ბრალდებულს შვედეთში არ ელოდება სამართლიანი პროცესი. ასანჟი ბრალდებას უარყოფს - ამჟამად ის თავდებით არის გათავისუფლებული და ინგლისის აღმოსავლეთში ცხოვრობს. აშშ-ში ოფიციალური უწყებები ცდილობენ დაადგინონ დაარღვია თუ არა ვიკილიკსმა აშშ-ის კანონები, ათიათასობით საიდუმლო სამთავრობო დოკუმენტის გამოქვეყნებით.
XS
SM
MD
LG