Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ გეიტსი ბაღდადში ჩავიდა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, რობერტ გეიტსი მოულოდნელი ვიზიტით ბაღდადს ეწვია. ის ერაყის ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს და მოინახულებს ამერიკელ სამხედროებს. გეიტსი ერაყში ჩავიდა საუდის არაბეთიდან, სადაც მეფე აბდულასთან გამართა შეხვედრა. როგორც იუწყებიან, გეიტსი ბაღდადში ორ დღეს დაჰყოფს და პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიქისა და პრეზიდენტ ჯალალ თალაბანის შეხვდება.
XS
SM
MD
LG