Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის ელჩი კოტ დ’ივუარში დაპირისპირებაში მოყვა


საფრანგეთისა და გაეროს ძალებმა კოტ დ’ივუარში იაპონიის ელჩის ევაკუაცია მოახდინეს მას შემდეგ, რაც იაპონიის საელჩოს თანამშრომლები ლორან გბაგბოს მხარდამჭერ და მოწინააღმდეგე ძალებს შორის შეტაკებაში მოყვნენ. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოკიოში განაცხადა, რომ ოთხშაბათს იაპონიის ელჩის რეზიდენციაში შეიჭრნენ ჯარისკაცები, რომლებიც გბაგბოს მხარდამჭერები აღმოჩნდნენ. ელჩის რეზიდენცია აბიჯანში საპრეზიდენტო სასახლის ახლოს მდებარეობს. სასახლე, რომლის ბუნკერშიც ლორან გბაგბო იმყოფება, მისი მოწინააღმდეგის ალასან უატარას მხარდამჭერი ძალებით არის ალყაშემორტყმული. გბაგბო უარს ამბობს პრეზიდენტის ძალაუფლების უატარასთვის გადაცემაზე.
XS
SM
MD
LG