Accessibility links

logo-print

ყანდაარში სამი მეამბოხე მოკლეს


ავღანეთის ქალაქ ყანდაარში მოკლეს სამი მეამბოხე. ისინი დღეს ავღანეთის პოლიციის საწვრთნელ ცენტრს დაესხნენ თავს. ამის შესახებ საერთაშორისო კოალიციის წარმომადგენელმა განაცხადა. ინფორმაცია პოლიციელებსა და ავღანელ სამხედროებს შორის მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება. გავრცელებული ცნობით, მეამბოხეებმა ცენტრის ტერიტორიაზე დაიკავეს მშენებარე ობიექტი და იქიდან გაუხსნეს ცეცხლი პოლიციელებს. შენობა ალყაშია და არ არის ცნობილი დარჩნენ, თუ არა იქ ბოევიკები. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს.
XS
SM
MD
LG