Accessibility links

logo-print

ომბუდსმენმა შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა


საქართველოს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის რეკომენდაციით მიმართა. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები შეხვდნენ ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ სამ პირს, რომლებიც თბილისში, მარტის ბოლოს დააკავეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან გამართული საპროტესტო აქციისას. მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირებს, რომლებიც შიმშილობენ, შეზღუდული აქვთ სამედიცინო მომსახურება, ყოველდღიური ერთსაათიანი გასეირნების უფლება და შხაპის მიღებისა და პრესის გაცნობის შესაძლებლობა. დღესვე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. ასოციაციამ იზოლატორის ადმინისტრაციისგან მოითხოვა დაკავებულთა უფლებების დაცვა და შსს-ს მოუწოდა, სრულად უზრუნველყოს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირების უფლებები.
XS
SM
MD
LG