Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი


თბილისში იმყოფება სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი. ის უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს და ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს. მანამდე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი იმყოფებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აპატურაიმ განაცხადა, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველო აქტიურად მუშაობს, თუმცა გასაკეთებელი კვლავ ბევრი აქვს. მისივე განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დემოკრატიულ და თავდაცვის რეფორმებს. ჯეიმს აპატურაიმ დაადასტურა ალიანსის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სტანდარტების დაკმაყოფილების და ქვეყნის სურვილის შემთხვევაში, საქართველო ნატოს წევრი გახდება. აპატურაიმ აღნიშნა ისიც, რომ ალიანსის ქვეყნები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ აპირებენ და არ დასთანხმდებიან რაიმე კომპრომისს, როდესაც საქმე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის და სამძიმარი გამოუცხადა მისიის შესრულებისას დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს.
XS
SM
MD
LG