Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში სისხლიანი ამბოხების წლისთავს აღნიშნავენ


ყირგიზეთში დღეს ყოფილი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის წინააღმდეგ სისხლიანი ამბოხების დაწყების ერთ წლისთავს აღნიშნავენ. ამბოხებას ბაკიევის დამხობა მოჰყვა. პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ და სხვა ოფიციალურმა პირებმა ყვავილების გვირგვინები მიიტანეს ატა-ბეიურთის სასაფლაოზე, სადაც შარშანდელი შეტაკებების ბევრი მსხვერპლია დასაფლავებული. 2010 წლის 7 აპრილს 90-მდე ადამიანი დაიღუპა და კიდევ ასობით პირი დაიჭრა, როცა უსაფრთხოების ძალებმა დემონტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. აქცია გამეფებული კორუფციის და ბაკიევის მხრიდან სულ უფრო მეტად ავტორიტარული მართველობის გასაპროტესტებლად იმართებოდა. ბიშკეკში მღელვარებამ ბაკიევი აიძულა გადამდგარიყო და ქვეყანა დაეტოვებინა. თავის დროზე - 2005 წელს - ბაკიევი ხელისუფლებაში ტიტების რევოლუციად წოდებული პროცესის შედეგად მოვიდა.
XS
SM
MD
LG