Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა და კონგრესი ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას საბიუჯეტო შეკვეცის თაობაზე


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და კონგრესის ლიდერები დღეს შეეცდებიან მიაღწიონ შეთანხმებას საბიუჯეტო შეკვეცის თაობაზე, რომელიც ამერიკის მთავრობას და სახელმწიფო სამსახურებს თავიდან ააცილებდა საქმიანობის დროებით შეწყვეტას. ამისათვის ბოლო ვადა პარასკევს შუაღამით დადგება - როცა ამოიწურება მთავრობის დროებითი დაფინანსება. კონგრესის ლიდერებთან ოთხშაბათს გვიან საღამოს შეხვედრის შემდეგ ობამამ განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, თუკი სერიოზულად მოვეკიდებით მოქმედების საჭიროებას, ჩვენ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას, მის დამტკიცებას და საქმიანობის შეწყვეტის თავიდან აცილებას“.
XS
SM
MD
LG