Accessibility links

logo-print
ლიბიელი მეამბოხეების თქმით, მუამარ კადაფის ერთგულმა ძალებმა გააძლიერეს შეტევა ქალაქ მისურატაზე - სადაც მეამბოხეები არიან გამაგრებული - რასაც სულ მცირე ხუთი ადამიანის სიკვდილი და 25-ის დაჭრა მოჰყვა. მისურატა მეამბოხეების ხელში მყოფი ბოლო ქალაქია ქვეყნის დასავლეთში და მას უკვე რამდენიმე დღეა უტევენ სამთავრობო ძალები. ქვეყნის აღმოსავლეთში, მეამბოხეების ცნობით, ნატოს საჰაერო იერიშმა შეცდომით მათი კუთვნილი ტანკი ამოიღო მიზანში. ნატო აცხადებს, რომ ცნობას იძიებს. პარალელურად, მეამბოხეთა ბასტიონში, აღმოსავლეთის ქალაქ ბენღაზიში ამბოხებულების წარმომადგენელმა, აბდელჯალილ მაიუფმა უარყო კადაფის მთავრობის მიერ გავრცელებული ცნობა, თითქოს ბრიტანეთის თვითმფრინავებმა ნავთობის მნიშვნელოვანი საბადო დაბობმეს. მაიუფის თქმით, სარირის საბადოს კადაფის ძალები დაესხნენ თავს და ზიანიც მათ მიაყენეს.
XS
SM
MD
LG