Accessibility links

logo-print

ნატო უარყოფს ლიბიაში ნავთობის საბადოს დაბომბვის ცნობას


ნატომ დღეს უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ მან ლიბიის აღმოსავლეთში ნავთობის მნიშვნელოვანი საბადო დაბომბა და განაცხადა, რომ ინციდენტში დამნაშავე მუამარ კადაფის ერთგული ძალებია. ცნობა ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხალედ კაიმმა გაავრცელა - მისი თქმით, სარირის საბადოზე ნატოს რეიდმა დააზიანა ნავთობსადენი, რომელიც საბადოს ხმელთაშუაზღვისპირეთის ერთ პორტთან აკავშირებს. მაგრამ ალიანსი გავრცელებულ განცხადებაში ბრალდებას „უსაფუძვლოს“ უწოდებს. პარალელურად, ლიბიის მეამბოხეები აცხადებენ, რომ აღმოსავლეთში, ნავთობის მრეწველობის ქალაქ ბრეგაზე მიტანილი საჰაერო იერიშისას ნატომ შეცდომით მათი ტანკი ამოიღო მიზანში, რასაც მინიმუმ ორი მეამბოხე ემსხვეპლა. ნატო აცხადებს, რომ ცნობას იძიებს. კადაფის ძალებმა დღეს გააძლიერეს შეტევა დასავლეთში მდებარე, მეამბოხეების ხელში მყოფ ქალაქ მისურატაზე - რასაც სულ მცირე ხუთი ადამიანის სიკვდილი და 25-ის დაჭრა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG