Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი დასავლელ კრიტიკოსებს აფრთხილებს


აზერბაიჯანმა დღეს დასავლეთი გააფრთხილა, არ ჩაერიოს მის შიდა საქმეებში - მას შემდეგ, რაც აშშ-მა და პანევროპულმა უსაფრთხოების ორგანიზამ, ეუთომ, გააკრიტიკეს პოლიციის მზრიდან ზეწოლა გასული კვირის ბოლოს გამართულ საპროტესტო აქციაზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, ალი ჰასანოვმა, სახელმწიფო მედიას განუცხადა, პოლიცია სწორად მოიქცა კანონიერების აღდგენის მიზნითო. შაბათს ბაქოში დემოკრატიზაციის მოთხოვნით მიმდინარე არასანქცირებული დემონსტრაცია პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებით და ხელკეტებით დაშალა. ბევრი პირი დააპატიმრეს. ოპოზიციური პარტიები დემოკრატიული უფლებების და თავისუფალი სიტყვის ნაკლებობას უჩივიან აზერბაიჯანში - რომელიც დასავლეთისთვის ნავთობის და გაზის მნიშვნელოვანი მიმწოდებელი ქვეყანაა.
XS
SM
MD
LG