Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებული ჩინელი ხელოვანი ეკონომიკურ დანაშაულებშია „ეჭვმიტანილი“


ჩინეთის პოლიციის თქმით, დაკავებული ხელოვანი და აქტივისტი, აი ვაივეი „ეკონომიკურ დანაშაულებშია ეჭვმიტანილი“ და გამოძიება მიმდინარეობს. სააგენტო „სინხუას“ აი ვაივეის წინააღმდეგ არსებული საქმის სხვა დეტალები არ გაუვრცელებია. აი ვაივეი კვირას დააკავეს, როცა პეკინიდან ჰონგ კონგში მიმავალ თვითმფრინავში ჯდებოდა. მისი დაკავების ფაქტი დაგმეს დასავლეთის მთავრობებმა და ჩინეთში მოქმედმა უფლებადამცველებმა. აი ვაივეი მსოფლიოში ცნობილი ავანგარდისტი ხელოვანია. მას ამავე დროს ჩინეთის მთავრობის მწვავე კრიტიკოსად იცნობენ.
XS
SM
MD
LG