Accessibility links

logo-print

უატარა ევროკავშირს სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს


კოტ დ’ივუარის არჩევნებში გაეროს მიერ გამარჯვებულად ცნობილი ალასან უატარა ევროკავშირს მოუწოდებს, გააუქმოს ეკონომიკური სანქციები ამ ქვეყნის წინააღმდეგ. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს. მან ასევე სთხოვა დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ცენტრალურ ბანკს, მოხსნას შეზღუდვები საზღვაო პორტების, ბანკების და სხვა დაწესებულებების მუსაობასთან დაკავშირებით. კოტ დ’ივუარის უდიდეს ქალაქ აბიჯანში გრძელდება შეტაკებები უატარას და ექს-პრეზიდენტ ლორან გბაგბოს მომხრეებს შორის. თვითმხილველების ცნობით, ქალაქში არ არის ელექტროენერგია, წყალი და თითქმის ამოწურულია სასურსათო მარაგი.
XS
SM
MD
LG