Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა საქართველო ისევ შეიყვანა საშიში ქვეყნების სიაში


ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის შტაბმა საქართველო და სომხეთი იმ ქვეყნების ჩამონათვალში დასახელა, სადაც ებრაელებს საფრთხე ემუქრებათ. ამის შესახებ ინფორმაციას, ისრაელის მედიაზე დაყრდნობით ”ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. შტაბი ისრაელის მოქალაქეებს ურჩევს, პასექის დღესასწაულის წინ ამ ქვეყნებში ჩასვლისგან თავი შეიკავონ. ტერორიზმთან ბრძოლის უწყების ვარაუდით, ჩამონათვალში დასახელებულ ქვეყნებში საფრთხე "ჰეზბოლას" ან "ჰამასის" ტერორორისტებისგან გამომდინარეობს. ამ საფრთხეს, მათი აზრით, ირანთან საქართველოს და სომხეთის მჭიდრო კავშირი განაპირობებს.
XS
SM
MD
LG