Accessibility links

logo-print

იემენის პრეზიდენტი არ გადადგება, დემონსტრაციები გრძელდება


ათეულათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში იემენში დღეს, პარასკევის ლოცვის შემდეგ, პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომის მოთხოვნით. დემონსტრაციები გაიმართა ცენტრალურ მოედნებზე დიდი ქალაქებში, სხვათა შორის დედაქალაქ სანაში და ტაიზში. ამავე დროს, სანაში, მთელი ქვეყნიდან ჩავიდა სავარაუდოდ ასი ათასი ადამიანი, პრეზიდენტის მომხრეები. ისინი სოლიდარობას უცხადებენ სალეჰს და მოუწოდებენ მას, არ გადადგეს. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წინადადება, სალეჰი დადადგომაზე დაეყოლიებინა, პრეზიდენტმა უარყო. საბჭო მას თხოვდა, დროებითი მმართველობა ვიცე- პრეზიდენტისთვის ჩაებარებინა. იემენში თითქმის ორი თვეა გრძელდება გამოსვლები სალეჰის გადადგომის მოთხოვნით. უფლებადამცავთა თანახმად, ასამდე ადამიანი დაიხოცა პოლიციასთან შეტაკებისას.
XS
SM
MD
LG