Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს WTO-ში გაწევრიანების პროცესში აშშ-ის მხარდაჭერის იმედი აქვს


რუსეთის მთავრობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ქვეყნის გაწევრიანების შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევს საბაჟო-გამშვები პუნქტებისადმი საქართველოს მიდგომას, - ამის შესახებ, როგორც სააგენტო იტარ-ტასი იუწყება რუსეთის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა განაცხადა მაიამიში, განვითარებადი ბაზრების საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას. ამასთან, ივანოვმა იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორების, პირველ ყოვლისა, აშშ-ის მხარდაჭერით რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას წელს ზაფხულში შეძლებს. შეგახსენებთ, რომ თბილისმა და მოსკოვმა ამ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკება მარტში განაახლეს და ჯერჯერობით ერთადერთი, რაზეც შეთანხმდნენ პროცესის აპრილში გაგრძელებაა.
XS
SM
MD
LG