Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორე დღეა, თურქეთში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფება


მეორე დღეა, თურქეთში იმყოფებიან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი და ადგილობრივი მთავრობის და პარლამენტის წევრები. სააგენტო აფსნის ცნობით, სერგეი ბაგაფში შეხვდა აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებმაც რუსეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ აფხაზეთსა და თურქეთს შორისაც ისეთივე თანამშრომლობა სურთ, როგორიც დღეს აქვთ სოხუმსა და მოსკოვს. თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ბაგაფშის ვიზიტი არაოფიციალურია და ის ქვეყანაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიწვევით იმყოფება. თურქეთის მთავრობამ კვლავ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და განაცხადა, რომ მასთან სტრატეგიულ პარტნიორობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.
XS
SM
MD
LG