Accessibility links

საქართველო ისრაელმა მეორედ გამოაცხადა მისი მოქალაქეებისთვის სახიფათო ქვეყნად


ისრაელმა საქართველო და სომხეთი გასული 2 თვის განმავლობაში მეორედ გამოაცხადა ქვეყნებად, სადაც ისრაელის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრება - ამის შესახებ ისრაელის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან. მათი ცნობით, ტერორიზმთან ბრძოლის შტაბმა, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრუქტურაა, ისრაელის მოქალაქეები გააფრთხილა, რომ პასექის დღესასწაულის წინ თავი შეიკავონ საქართველოსა და სომხეთში გამგზავრებისგან, რადგან ამ ქვეყნებში კონკრეტული საფრთხეები არსებობს. ისრაელის საინფორმაციო საშუალებები მსგავს გაფრთხილებას ხსნიან საქართველოსა და სომხეთის კავშირებით ირანთან, რომელსაც ისრაელი მიიჩნევს რადიკალური დაჯგუფებების ჰამასისა და ჰესბოლას მხარდამჭერად. საქართველო ისრაელმა მისი მოქალაქეებისთვის სახიფათო ქვეყნად 11 თებერვალსაც გამოაცხადა, თუმცა დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ეს გაფრთხილება გააუქმა.
XS
SM
MD
LG