Accessibility links

logo-print

პორტუგალიამ ევროპის კავშირს საფინანსო დახმარება თხოვა


ევროპის კავშირის ეკონომიკის საკითხთა კომისარმა, ოლი რენმა განაცხადა, რომ ევროპის კავშირმა მიიღო პორტუგალიის ოფიციალური განცხადება, საფინანსო დახმარების შესახებ ამ ქვეყნის დიდი დავალიანების გამო. რენმა განაცხადა, რომ პორტუგალიის ნაბიჯი პასუხიმგებლობის ნიშანია სტაბილურობის მიღწევის მიზნით. ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები უნგრეთში შეხვედრაზე განიხილავენ პორტუგალიის თხოვნას. მიმომხილველების აზრით, პორტუგალიას 70-80 მილიარდი ევრო სჭირდება. ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საბერძნეთს და ირლანდიას გამოეყო ასეთი დახმარების პაკეტი.
XS
SM
MD
LG