Accessibility links

სირიაში დემონსტრატებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა


სირიიდან იუწყებიან უფლებადამცველი თვითმხილველების ნაამბობზე დაყრდნობით, რომ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები მოეწყო ამ ქვეყნისს არაერთ ქალაქში, სხვათა შორის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში. ქალაქ დარააში პოლიციას და დემონსტრანტებს შეტაკება მოუვიდათ. ცნობით, რომელსაც დამოუკიდებელ წყარო არ ადასტურებს, 17 პირი დაიხოცა. დამასკიდან იუწყებიან, რომ ისმოდა სროლის ხმა. ქუჩაში ასეულობით ადამიანი გავიდა ქალაქ ჰომსში. სირიის აღმოსავლეთში, ქურთული რეგიონიდანაც ვრცელდება ცნობა დემონსტრაციების შესახებ.
XS
SM
MD
LG