Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონმა მხურვალე მილოცვა გაუგზავნა ირანელ ჟურნალისტს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, მხურვალე მილოცვა გაუგზავნა საპატიმროში მყოფ ირანელ ჟურნალისტს, აჰმად ზეიდაბადის, რომელსაც იუნესკოს-გილერმო კანოს, მსოფლიოს პრესის თავისუფლების პრემია მიენიჭა. ზეიდაბადი ცნობილი ჟურნალისტია, რომელიც ირანის რეფორმისტ სტუდენტთა უდიდეს ჯგუფს თავმჯდომარეობს. მას ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი უშიშროების სფეროში ბრალდების გამო. კლინტონს თქმით, პრემია ზეიდაბადის და სხვა ირანელი, საპატიმროში მყოფი ჟურნალისტების საქმიანობის აღიარებაა. მისივე თქმით, პრემია ასევე აღიარებაა ირანელი ხალხის მდიდარი კულტურისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში ბრძოლისა, მიუხედავად მათი მთავრობის რეპრესიებისა.
XS
SM
MD
LG