Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში კრიმინალური გარჩევა მსხვერპლით დასრულდა


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გალის რაიონში მომხდარი კრიმინალური გარჩევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ჩვენი პარტნიორი რადიო „ათინათის“ ჟურნალისტ თეა შონიას ინფორმაციით, ინცინდენტი გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მოხდა. შეტაკებისას დაიღუპა რუსი სამხედრო მოსამსახურე საოკუპაციო ჯარების კონტინგენტიდან და ორი ძებნილი ქართველი - ხარჩილავა და სიჭინავა, რომლებიც გალის რაიონს აფარებდნენ თავს. სროლა პირველად დაიწყეს რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც უკანონო საზღვარს აკონტროლებენ აფხაზეთსა და საქართველოს შორის. თეა შონიას ინფორმაციით, დაჭრილი არიან აფხაზი მებაჟეები. მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, შეზღუდულია მიმოსვლა გალისა და ზუგდიდის რაიონებს შორის, გაძლიერებული რუსეთის სასაზღვრო საგუშაგო და კონფლიქტის ზონაში მკაცრად კონტროლდება ყველა სახის გადაადგილება.
XS
SM
MD
LG