Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო უწყება გალში მომხდარ შეტაკებას გამოეხმაურა


საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, გალის რაიონში შეიარაღებული კრიმინალური „გარჩევის" დროს დაღუპულია რუსეთის საოკუპაციო ძალების ერთი წარმომადგენელი - უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ჯარების მოსამსახურე და ორი პირი, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2002 წლიდან ყაჩაღობის, ქურდობისა და მძევლად ხელში ჩაგდებისათვის ძებნილი ლაშა სიჭინავა, რომელსაც დაუსწრებლად მისჯილი ჰქონდა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში. საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს უწოდებს კრიმინალურ „შავ ხვრელებად", სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერით "ადგილი აქვს იარაღითა და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას, ბირთვული მასალების კონტრაბანდას, ტრეფიკინგს და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების ორგანიზებას".
XS
SM
MD
LG