Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენის წლიურ ანგარიშში გაკრიტიკებულია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა


ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში 2010 წელს ზოგიერთი მნიშვნელოვანი წარმატების მიუხედავად, ადამიანის უფლებების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში საქართველოს მიმართ კვლავაც შეშფოთებაა გამოთქმული მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა პატიმართა ხელყოფის, უკანონო დაკავების, კანონის შერჩევით გამოყენებისა და ბიზნესზე ზეწოლის შემთხვევები. „ადამიანის უფლებების სფეროში მნიშვნელოვან მიღწევებს“ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩამოთვლილია სისხლის სამართლის ახალი საპროცეს კოდექსის შემოღება, რომელიც მეტ უფლებებს ანიჭებს ბრალდებულს; სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება; ახალი საპატიმროების აგება, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს უპასუხებს და თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევა 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებში.
XS
SM
MD
LG