Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სმოლენსკში აღნიშნავენ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის დაღუპვის წლისთავს


დღეს სმოლენსკში იმართება სამგლოვიარო ცერემონია, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის დაღუპვის წლისთავს ეძღვნება. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, გაიმართა საეკლესიო წირვა, სათითაოდ ჩამოთვალეს ყველა დაღუპული. სმოლენსკში ცერემონიაში მონაწილეობისთვის ჩავიდა პოლონეთის დელეგაცია ამჟამინდელი პრეზიდენტის მეუღლის, ანა კომოროვსკას ხელმძღვანელობით. მიმდინარე წლის იანვარში სახელმწიფოთაშორისმა საავიაციო კომიტეტმა წარმოადგინა რუსეთის სპეციალისტების ანგარიში, რომლებმაც ავიაკატასტროფისთვის მთავარი ბრალი ეკიპაჟს დააკისრეს. გამოძიება გრძელდება. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 96 ადამიანი, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი.
XS
SM
MD
LG