Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა ამერიკელი კინორეჟისორი სიდნი ლიუმეტი


ნიუ იორკში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი წამყვანი ამერიკელი კინორეჟისორი სიდნი ლიუმეტი. რეჟისორი ლიმფომით იყო ავად. ლიუმეტს სახელი მოუხვეჭა მისმა პირველივე ფილმმა - სასამართლო დრამამ „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ - რომელიც 1957 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე. ამის შემდეგ მან კიდევ 53 კინოფილმი გადაიღო. 2005 წელს სიდნი ლიუმეტს ოსკარი მიენიჭა კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის.
XS
SM
MD
LG