Accessibility links

logo-print

გიორგი ბარამიძე "თავისუფლებას" ნატოსა და საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრა


გასულ კვირაში საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჯეიმს აპატურაი, ცენტრალურის აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ნატოს საგანგებო წარმომადგენელი. თბილისში ყოფნის დროს, ნატოს წარმომადგენელმა არაერთხელ გაუსვა ხაზის საქართველოს მიერ ნაჩვენებ პროგრესს წლიური ეროვნული პროგრამის ვალდებულებათა შესრულებაში და განაცხადა, რომ ნატო და საქართველოს ურთიერთობა სწორი გზით ვითარდებაო. თუმცა, აპატურაის არ დაუკონკრეტებია, თუ როდის დასრულდება ეს გზა საქართველოს ნატოში გაწვერიანებით. მაგრამ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს გაწვერიანების მკაფიო ორიენტირი წლიური ეროვნული გეგმის სახით, ასევე ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტრიული მთლიანობის საკითხში. რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, გიორგი ბარამიძემ რუსეთის მიერ მოსალოდნელი აგრესიის ალბათობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო იმ შემთხვევაშიც კი არ გამოიყენებს სამხედრო ძალს, თუკი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოსახლეობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება. „ბუნებრივია, ნებისმიერი ამგვარი მცდელობა, რუსეთის მიერ გამოყენებული იქნება საბაბად საქართველოს დანარჩენი არაუკუპირებული ნაწილის წინააღმდეგ აგრესიის განსახორციელებლად,“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG