Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში 30 კაცი დაიღუპა


ლიბიელი აჯანყებულთა წარმომადგენლის ინფორმაციით 30 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის აღმოსავლეთ ქალაქ მისრათაში სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად. ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც საკუთარ თავს აბდულსალემი უწოდა, აღნიშნა, რომ კადაფის ერთგულმა ძალებმა შაბათს სამი მიმართულებით მიიტანეს იერიში, თუმცა ამბოხებულებმა შეძლეს სამთავრობი ჯარების შეჩერება. ნატოს ავიაცია კი აგრძელებს იერიშებს კადაფის მომხრე სამთავრობო ჯარების შეტევით შეიარაღებაზე. ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დასავლურ საინფორმაციო სააგენტოებს ანონიმურობის დაცვით განუცხადა, რომ მისრათაში განვლილი დღე-ღამის განმავლოვაში ნატომ კადაფის არმიის 15 ტანკი გაანადგურა.
XS
SM
MD
LG