Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“თავისუფალი დემოკრატები” მიხეილ სააკაშვილს „შავი პიარის“ გამო ადანაშაულებენ


“თავისუფალი დემოკრატები” ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ირაკლი ალასანიაზე გასულ სიუჟეტს ეხმაურებიან და პარტიის ლიდერის წინააღმდეგ შავი პიარის დაკვეთაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებენ. პარტიაში ასევე პასუხობენ პრეზიდენტის გამოსვლას, რომელმაც აღნიშნული სიუჟეტის გასვლის შემდეგ, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი და მისი გუნდი, იგივე ტელეკომპანიის ეთერით მკაცრად გააკრიტიკა. როგორც “ინტერპრესნიუსს” ალასანიას პრესსპიკერმა, ვაკო ავალიანმა განუცხადა, 9 აპრილს, “იმედში” გასული სიუჟეტი შესრულებული იყო “მოდელირებული ქრონიკის” ტრადიციების სრული დაცვით, მთავარი დამკვეთის - მიხეილ სააკაშვილის მითითებების გათვალისწინებით. “ქრონიკაში” გუშინ გასული სიუჟეტის თანახმად, ირაკლი ალსანიამ ბრიტანეთში, “Chatham House”-ში სიტყვით გამოსვლისას, გაოცება გამოთქვა “სტრატეგიულად უმნიშვნელო საქართველოს” მიმართ დიდი ინტერესის გამო. სწორედ ამ ფრაზას გამოეხმაურა მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი, ავლაბრის რეზიდენციაში სტუდენტებთან შეხვედრისას.
XS
SM
MD
LG