Accessibility links

მოსკოვში დემონსტრანტები დააკავეს


მოსკოვში დააკავეს ოპოზიციის ათზე მეტი აქტივისტი, რომლებიც პრეზიდენტის ოფისთან „რისხვის დღის“ მორიგი დემონსტრაციის ჩატარებას ცდილობდნენ. მოსკოვის „ბოლშოი თეატრის“ წინ რამდენიმე ასეული დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებიც კრემლისკენ მსვლელობის მოწყობას გეგმავდნენ. თუმცა, მოსკოვის პოლიციამ არ მისცა დემონსტრანტებს მოედანზე შეკრების უფლება. დაკავებულთა შორის არის მემარხელნე ფრონტის ლიდერი სერგეი უდალცოვი. რუსეთის ოპოზიციამ მკაცრად დაგმო ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი უფლების, შეკრების თავისუფლების შეზღუდვა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან.
XS
SM
MD
LG