Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატიული მოძრაობა აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიშს ობიექტურს უწოდებს


"დემოკრატიული მოძრაობა” საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამეტის 2010 წლის ანგარიშს ეხმაურება და დოკუმენტს ობიექტურს უწოდებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებლ განცხადებაშია აღნიშნული, დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში დემოკრატიის სერიოზული პრობლემები და ჩამოთვლილი ყველა ფაქტი, არადიპლომატიურ ენაზე, ერთმნიშვნელოვნად ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში ტოტალიტარული სისტემა და ავტორიტარული რეჟიმია. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2010 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასულ წელს საქრათველოში ირღვეოდა ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის - პატიმრების, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები. პრობლემათა შორის დასახელებულია კანონის შერჩევითი გამოყენება, მედიაზე ზეწოლა, მთავრობაში მაღლი თანამდებობის პირების კორუფცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმთავრესად ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევის ფაქტები.
XS
SM
MD
LG