Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი თვე შესრულდა იაპონიაში სტიქიური უბედურებიდან


დღეს ერთი თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც იაპონიას 9 ბალიანი მიწისძვრა და ცუნამი დაატყდა თავს. 11 მარტის სტიქიურმა უბედურებამ 28 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა, 150 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. სტიქიამ დააზიანა ატომური ელექტროსადგური, რამაც ჩერნობილის 1986 წლის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე სერიოზული საფრთხე შექმნა. მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს დღეს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა უცხოური პრესის საშუალებით მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იაპონიას დახმარება გაუწია. იაპონიის სტიქიით დაზარალებული რეგიონების აღდგენას დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი დასჭირდება. მთავრობის წარმომადგენელმა იუკიო ედანომ დღეს განაცხადა, რომ ფუკუსიმის ელექტროსადგურიდან რადიოაქტიური მასალის მასობრივი გაჟონვის შესაძლებლობა მცირდება. თუმცა, მანვე განაცხადა, რომ, თუკი რადიაციული ფონის ზრდა აღინიშნება, შესაძლოა საჭირო გახდეს 20 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონის გაზრდა.
XS
SM
MD
LG