Accessibility links

კადაფიმ მიიღო აფრიკის ლიდერთა ”საგზაო რუკა”


სამხრეთი აფრიკის პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა აცხადებს, რომ მუამარ კადაფიმ მიიღო ”საგზაო რუკა”, რომელიც ლიბიაში რვაკვირიანი შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებას ითვალისწინებს. კვირას აფრიკის ლიდერთა დელეგაცია ტრიპოლიში კადაფის შეხვდა. ზუმა მოუწოდებს ნატოს ძალებს შეაჩერონ ლიბიაზე საჰაერო თავდასხმა, რომ შესაძლებელი გახდეს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა კადაფისა და მეამბოხეთა ძალებს შორის. შეთავაზებული ”საგზაო რუკა” ითვალისწინებს ცეცლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების გამართვას დაპირისპირებულ მხარეებს შორის. მეამბოხეები აცხადებენ, რომ მათთვის მხოლოდ კადაფის გადადგომაა მისაღები. კადაფის მხარე უარს აცხადებს ლიდერის გადადგომაზე. აფრიკის კავშირის დელეგაცია დღეს მეამბოხეთა ლიდერებს შეხვდება.
XS
SM
MD
LG