Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში სამხედრო ხარჯების ზრდა რეკორდულად შენელდა


2010 წელს მსოფლიოში სამხედრო ხარჯების ზრდა ბოლო ათი წლის მანძილზე რეკორდულად შენელდა. ამის შესახებ აღნიშნულია სტოკჰოლმის ინსტიტუტის ანგარიშში. ამ წყაროს თანახმად, გასულ წელს სამხედრო ხარჯებმა მსოფლიოში 1,6 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც მხოლოდ 1,3 პროცენტით მეტია 2009 წლის ხარჯებზე. ეს არის სამხედრო ხარჯების ყველაზე მინიმალური ზრდა ბოლო ათი წლის მანძილზე. ექსპერტები ამას ფინანსური კრიზისის შედეგად თვლიან. სამხედრო ხარჯების მხრივ მსოფლიო ლიდერად აშშ რჩება, მეორეზეა ჩინეთი, რომელსაც მოსდევს დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. პირველ ათეულში მოხვდნენ აგრეთვე რუსეთი, იაპონია, საუდის არაბეთი, გერმანია, ინდოეთი და იტალია.
XS
SM
MD
LG