Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციმ კვლავ მოითხოვა ორი მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება


საპარლამენტო ოპოზიციამ დღეს კვლავ მოითხოვა საქართველოს მთავრობის ორი მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება. ქრისტიან-დემოკრატთა ფრაქციის თავმჯდომარის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში პატიმრებისა და დევნილების მდგომარეობას და მათი უფლებების ხელყოფას. ახვლედიანის თქმით, მსგავსი შეფასებებია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლთა ანგარიშშიც. ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრები ხათუნა კალმახელიძე და კობა სუბელიანი საქართველოს პრობლემებს უკვე ქვეყნის გარეთაც უქმნიან. დღესვე საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან გურამ ჩახვაძემ მოითხოვა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მთავრობამ პარლამენტს ანგარიში წარუდგინოს და ამ თემაზე დებატები გაიმართოს.
XS
SM
MD
LG