Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ სტრასბურგში საქართველოს ვალდებულებებზე იმსჯელებენ


სტრასბურგში გაიხსნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად იმსჯელებს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოსადმი არსებული ვალდებულებების შესრულებაზე. ამ თემაზე მომზადებულ ანგარიშს, რომელიც სხვადასხვა სფეროში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს, ასამბლეას ხვალინდელ სხდომაზე წარუდგენენ მომხსენებლები კასტრიოტ ისლამი და მიკაელ იენსენი. მათი შეფასებით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ქვეყნის მიერ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგის შეწყვეტა ჯერჯერობით ნაადრევია.
XS
SM
MD
LG