Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში მუსულმანური საბურველის აკრძალვის საწინააღდეგო აქციაზე ქალები დააკავეს


საფრანგეთში ორი ქალი დააკავეს, რომლებსაც ნიყაბი - მთელი სახის საბურველი - ეკეთათ და მონაწილეობდნენ აქციაში, რომელიც ამგვარი საბურველის აკრძალვის წინააღმდეგ იმართებოდა. ათიოდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ამ აქციაში, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წინ გაიმართა. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ქალები ნიყაბის ტარების გამო არ დაუკავებიათ - მათი დაკავების მიზეზი ის იყო, რომ აქცია უსანქციოდ იმართებოდა, მონაწილეებმა კი დაშლაზე უარი განაცხადეს. საფრანგეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ასეთი აკრძალვა შემოიღო. კანონის დამრღვევებს 150 ევროს მოცულობის ჯარიმა და სამოქალაქო კულტურაში საგანგებო გაკვეთილების გავლა ელით. კაცებს, ვინც ქალებს აიძულებს ნიყაბი ატარონ, ჯარიმა ან ციხე ემუქრებათ.
XS
SM
MD
LG