Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ტიმოშენკოს წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღძრეს


უკრაინის სახელმწიფო პროკურატურამ ყოფილი პრემიერ მინისტრის, იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ აღძრა საქმე, რუსეთთან 2009 წელს დადებულ ხელშეკრულებაზე ბუნებრივი აირის შესახებ. გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის, რენატ კუზმინის თქმით, საქმე ხელშეკრულების დადებისას ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მუხლით აღიძრა. ლაპარაკია 2009 წლის იანვარში, ტიმოშენკოსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მიერ დადებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც რუსეთის გაზის მიწოდებას ეხება. ამ შეთანხმებამ დაასრულა კონფლიქტი, რომლიც გამოც რუსეთის გაზის მიწოდება დროებით ევროპას შეუწყდა. ხელშეკრულებამ რუსეთის გაზპრომის გაზის ფასი ნავთობის საერთაშორისო ფასებს შეუფარდა. ტიმოშენკოს წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული, სახელმწიფო რესურსების გამოყენების ბრალდებით. თავად ტიმოშენკო ბრალდებებს უარყოფს.
XS
SM
MD
LG