Accessibility links

logo-print

კოტ დ’ივუარის ლიდერი, ლორან გბაგბო დააპატიმრეს


კოტ დ’ივუარის ლიდერი, ლორან გბაგბო აბიჯანში მდებარე მის რეზიდენციაში დააპატიმრეს - ქვეყანაში ოთხთვიანი პოლიტიკური კრიზისის ფონზე. პრეზიდენტის წარმომადგენელმა სააგენტო როიტერს უთხრა, რომ გბაგბო საფრანგეთის ჯარისკაცებმა შეიპყრეს და ოპოზიციას გადასცეს. თუმცა საფრანგეთის საელჩო აცხადებს, რომ გბაგბო ოპოზიციის ძალებმა დააპატიმრეს. გბაგბო უარს აცხადებდა ხელისუფლება გადაეცა ალასან უატარასთვის - რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ცხადდება.
XS
SM
MD
LG