Accessibility links

ბობ დილანს ვიეტნამის კონცერტის გამო აკრიტიკებენ


ამერიკული კულტურის საკულტო ფიგურამ, მომღერალმა და კომპოზიტორმა ბობ დილანმა პირველი კონცერტი გამართა კომუნისტური მმართველობის ქვეშ მყოფ ვიეტნამში. 69 წლის მუსიკოსმა - რომელიც აუდიტორიას უწინარესად საპროტესტო და ანტი-საომარი სიმღერებით ახსოვს - კვირას ჰო ში მინში, ყოფილ საიგონში ჩაატარა კონცერტი, ამერიკის ჯარის მიერ ვიეტნამის დატოვებიდან და ვიეტნამის ომის დასრულებიდან თითქმის 36 წლის გასვლის შემდეგ. კონცერტზე დილანმა თავისი რეპერტუარიდან ისეთი ცნობილი სიმღერები იმღერა, როგორებიცაა "A Hard Rain's a-Gonna Fall" და "Highway 61 Revisited." თუმცა, ისევე როგორც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გასულ კვირაში გამართულ კონცერტზე, მან არც ვიეტნამში არ შეასრულა ორი სიმღერა, რომელსაც პოლიტიკური დატვირთვა შეიძლებოდა ჰქონოდა - "The Times They Are a-Changin'" და "Blowin' in the Wind." ამ სიმღერების გამოტოვების გამო, აშშ-ში განთავსებულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, ჰიუმან რაიტს უოჩმა დილანი გააკრიტიკა - მას ბრალი დასდო, რომ ჩინეთის და ვიეტნამის მთავრობებს უფლებას აძლევს „უკარნახოს რა იმღეროს“. ორგანიზაციის თანახმად, ნაცვლად იმისა, რომ თავისუფლებაზე და იმედზე ემღერა, დილანმა „ცენზორებს მისცა მისი პლეილისტის შედგენის საშუალება“.
XS
SM
MD
LG